კრწანისის ტყე-პარკში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს - Palitra News

კრწანისის ტყე-პარკში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

2020-10-30 11:09:51+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება - ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, კრწანისის ტყეპარკში, მტკვრის ჭალის ინფრასტრუქტურისა და მწვანე საფარის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილზე გაეცნო.

უწყების ცნობით გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით, ტყე პარკში 100 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. მზის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მოხმარდება სარწყავი წყლის სატუმბი სადგურის, ჭალის ტყის საირიგაციო სისტემების, არსებული 11 სათევზაო ტბორის წყალშევსებისა და საკუთრივ ტყეპარკის გზებისა და ბილიკების განათებას. ველური ბუნების სააგენტოს მიერ სამუშაოების განხორციელების შედეგად, კრწანისის ტყე-პარკი რუსთავსა და თბილისს შორის მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის ფუნქციას დაიბრუნებს. სადაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით.