პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყურძნის რეკორდული მოსავალი მოვიდა. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ასევე წარმატებით მიმდინარეობს ატმისა და ვაშლის მოსავლის აღებაც. მისი თქმით, მეღვინეებმა 277 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარეს მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად.