ბადრი ესებუას ძმა - ჩემი ძმა თბილისშია, სამკურნალოდ არის წასული - Palitra News

ბადრი ესებუას ძმა - ჩემი ძმა თბილისშია, სამკურნალოდ არის წასული

2020-10-26 15:59:34+04:00

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი პირი სავარაუდოდ, ბადრი ესებუაა. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პირველი კმენტარი მისმა ძმამ გააკეთა.

ბიძინა ესებუას განცხადებით, მის ძმას, ბადრი ესებუასა და „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს შორის არანაირი მსგავსება არ არის. როგორც მან ჟუნალისტებს სამეგრელოში, სოფელ გრიგოლიშში განუცხადა, მისი ძმა, ბადრი ესებუა ამ დროისთვის თბილისში იმყოფება და მის მიმართ ცილისწამებას აქვს ადგილი.

"ჩემი ძმა თბილისშია, სამკურნალოდ არის წასული. ორშაბათს, თუ სამშაბათს წავიდა, ზუსტად არ მახსოვს... აქ, არანაირი სპეცოპერაცია არ ჩატარებულა, დამნაშავე რომ ყოფილიყო, ამას თვითონ პოლიციელები გაარკვევდნენ. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ბიძინა ესებუამ.