ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 427 მძიმე პაციენტი მკურნალობს - Palitra News

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 427 მძიმე პაციენტი მკურნალობს

2020-10-24 18:10:57+04:00

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 427 მძიმე პაციენტი მკურნალობს. როგორც ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 97 პირი იმყოფება.