პაატა იმნაძის თქმით, დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება და ტესტის პასუხი 20 წუთში იქნება - Palitra News

პაატა იმნაძის თქმით, დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება და ტესტის პასუხი 20 წუთში იქნება

2020-10-23 14:17:37+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება.

როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ იმნაძემ განმარტა, აღნიშნული ტესტით მოქალაქე კორონავირუსზე პასუხს 20 წუთში მიიღებს.მისივე განმარტებით, ხვალ ექნებათ მომდევნო კვირების განახლებული პროგნოზი.

როგორც იმნაძე აცხადებს, მოსალოდნელია, დღეში ინფიცირების 3000-4 000 შემთხვევა.იმნაძემ მოსახლეობას პირბადის გამოყენებისკენ და დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.