მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე ორი არასრულწლოვანი დაიკითხება.
ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის, როსტომ კერესელიძის თქმით, ბოლო პროცესზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს ადვოკატის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება ვერ მიიღო და სავარაუდოდ, დღევანდელ სხდომაზე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, დაერთოს თუ არა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სისხლის სამართლის საქმეს.
როსტომ კერესელიძის განცხადებით, ამის შემდეგ დაიწყება ორი არასრულწლოვანის გამოკითხვა 18 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.