დეპუტატ ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა - Palitra News

დეპუტატ ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა

2020-10-19 11:22:51+04:00

პარლამენტის უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულის შესახებ წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

„კოვიდ დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა... ახლა ყველაზე მეტად ჩემს ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს” - წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში და საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.