რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი? - Palitra News

რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?

2020-10-17 11:32:43+04:00

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 958 შემთხვევიდან226 აჭარაში დაფიქსირდა, 397 კი თბილისში.

მარინა ენდელაძის თქმით, თბილისში ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა.

„ აჭარაში- 226 ახალი შემთხვევაა, თბილისში- 397 , იმერეთში- 232, სამეგრელო ზემო სვანეთში- 27, შიდა ქართლში- 14, ქვემო ქართლში- 20, მცხეთა-მთიანეთში- 15, კახეთში-13 , სამცხე-ჯავახეთში არის- 8, გურიაში-6 ახალი შემთხვევა გვაქვს“,-განაცხადა ენდელაძემ.