სერგი კაპანაძის განცხადებით, ალტერნატივა მხოლოდ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არ არის - Palitra News

სერგი კაპანაძის განცხადებით, ალტერნატივა მხოლოდ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არ არის

2020-10-13 13:11:16+04:00

"ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ნებისმიერი კამპანია, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია, თვითონ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

კაპანაძის თქმით, ამგვარ არასწორ პროპაგანდას „ევროპული საქართველო“ ყოველთვის დაუპირისპირებს სიმართლეს.