რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - Palitra News

რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

2020-10-13 11:23:41+04:00

კორონავირუსით ინფიცირების 569 ახალი შემთხვევიდან 207 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 168 კი თბილისში.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით ქვეყანაში კრიტიკულად მძიმეა 50 პაციენტი, მათგან 7 აფახაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 63 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ოთხი პაციენტი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება.