„თბილისი ცენტრალი“ რამდენიმე დღით დაიკეტა - Palitra News

„თბილისი ცენტრალი“ რამდენიმე დღით დაიკეტა

2020-10-09 16:10:52+04:00

„თბილისი ცენტრალი“ დროებით დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სავაჭრო ობიექტი ავრცელებს. მათი ცნობით, ცენტრალი რამდენიმე დღით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაიკეტა.

„დღეს 9 ოქტომბერს 12-13 საათიდან სავალდებულოა ჩატარდეს სავაჭრო ცენტრში სრული სადეზინფექციო სამუშაოები, რომელიც მოითხოვს ცენტრის ყველა სავაჭრო ობიექტის დახურვას, ვაჭრობის და სამუშაოების დროებით შეჩერებას 2020 წლის 12 ოქტომბრის დილის 09:00 საათამდე,“- აღნიშნულია განცხადებაში.