როდიდან მოიხსნება აჭარაში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები? - Palitra News

როდიდან მოიხსნება აჭარაში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები?

2020-10-09 13:03:11+04:00

აჭარაში დაწესებული რეგულაციები მომდევნო კვირიდან შესაძლოა მოიხსნას. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, რაც არსებული რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის საშუალებას იძლევა.მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება აღდგება.