საგარეჯოს სოფელ უდაბნოსა და ყვარლის სოფელ სანავარდოს მიმდებარედ ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა - Palitra News

საგარეჯოს სოფელ უდაბნოსა და ყვარლის სოფელ სანავარდოს მიმდებარედ ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

2020-10-08 09:04:50+04:00

შინაგან საქემთა სამინისტროს ინფორმაციით კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს შევიდა. ორივე შემთხვევის ადგილას სამართალდამცველებმა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს.