ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რაზეც ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ - პრემიერი - Palitra News

ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რაზეც ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ - პრემიერი

2020-10-06 11:46:56+04:00

თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება.

პარკის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ყოფილ იპოდრომის ტერიტორიაზე იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.პარკში განთავსდება ცხენოსნის ქანდაკება, როგორც ამ ტერიტორიის სიმბოლო.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას გუშინ მოეწერა ხელი.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, პანდემიის პირობებში მწვანე ზონების არსებობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. პრემიერ-მინისტრმა ბიძნა ივანიშვილს ტერიტორიის სახლემწიფოსთვის გადაცემისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.