საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა - Palitra News

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

2020-10-05 10:28:58+04:00

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 52 გახდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს მათი რიცხვი 4619 შეადგენს მათგან ბოლო 24 საათში 375-მა ინფიცირებულმა დაამარცხა კოვიდ 19-ი. „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.