აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხები ძაღლებივით გააძევეს, ჩვენი დროშა ოკუპირებულ ტერიტორიებზეა აღმართული - ილჰამ ალიევი - Palitra News

აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხები ძაღლებივით გააძევეს, ჩვენი დროშა ოკუპირებულ ტერიტორიებზეა აღმართული - ილჰამ ალიევი

2020-10-05 09:09:09+04:00

ფაშინიანი ყოველ დღე მსოფლიოს რომელიმე ლიდერს ურეკავს, ყოველ დღე! მე კი არავისთვის დამირეკავს, მე მაქვს კონტაქტები და მათ თავად დამირეკეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, მთიან ყარაბაღში შექმნილი მდგომარეობა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პროვოკაციული ქმედებების შედეგია.

„ჩვენ მათ ძაღლებივით ვაძევებთ! აზერბაიჯანელი ჯარისკაცები მათ ძაღლებივით დევნიან! აზერბაიჯანის დროშა აღმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე! მათი პოსტები ჩვენს ხელშია! ჩვენ მათ ტანკებს ვმართავთ! მათი სხვა იარაღები ჩვენს ხელშია, მათი სატვირთო მანქანები ჩვენს ხელშია!“ - აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის ოკუპაციას ვერასდროს შეეგუება.