მაშველებმა ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - Palitra News

მაშველებმა ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

2020-10-02 16:47:49+04:00

ხელვაჩაურში სოფელ ჯოჭოში მეწყერის შედეგად გაიჩინარებული ერთი ოჯახის სამი წევრიდან, ერთ-ერთი მაშველებმა უკვე იპოვეს. ნაპოვნია ქალის ცხედარი. ადგილზე სამაშველო სამსახური სამძებრო სამუშაოებს აგრძელებს, რადგან კიდევ ორი ადამიანი მამა-შვილია გაუჩინარებული.

ადგილზე 200-მდე მაშველი-მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები.

ცნობისთვის, მანამდე მსუბუქ ავტომობილში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომლებიც მეწყერის შედეგად დაიღუპნენ.