გიორგი შაქარაშვილის დედამ სასამართლოში გამოცხადებაზე და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა - Palitra News

გიორგი შაქარაშვილის დედამ სასამართლოში გამოცხადებაზე და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

2020-10-02 16:05:07+04:00

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედამ თამუნა შალვაშვილმა სასამართლოში გამოცხადებაზე და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.შალვაშვილმა აღნიშნულის თაობაზე მცხეთის რაიონულ სასამართლოს წერილობით მიმართა.

გიორგი შაქარაშვილის დედა წერილში განმარტავს, თუ რატომ არ სურს სასამართლოში გამოცხადება.

ის აღნიშნავს, რომ სასამართლოში მისვლა მისთვის სტრესული იქნება და ამასთან, არ სურს, ნახოს მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები. თამუნა შალვაშვილი დამნაშავეების მკაცრად დასჯას ითხოვს.

აღნიშნული წერილის შემდეგ, ის ბრალდების მხარემ მოწმეთა სიიდან მოხსნა.