დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის დამახასიათებელი ენერგიულობა და ოპტიმიზმი საშიშ ვირუსთან გამკლავებაში დაგეხმარებათ - ვლადიმერ პუტინი ტრამპს - Palitra News

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის დამახასიათებელი ენერგიულობა და ოპტიმიზმი საშიშ ვირუსთან გამკლავებაში დაგეხმარებათ - ვლადიმერ პუტინი ტრამპს

2020-10-02 14:52:05+04:00

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა და კორონავირუსისგან დაინფიცირებულ კოლეგას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის დამახასიათებელი ენერგიულობა, კარგი განწყობა და ოპტიმიზმი ამ საშიშ ვირუსთან გამკლავებაში დაგეხმარებათ“, - წერს პუტინი.