მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 34.5 მილიონს მიაღწია - Palitra News

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 34.5 მილიონს მიაღწია

2020-10-02 10:09:09+04:00

მსოფლიოში კორონავირუსით დაიფიცირებულთა რაოდენობამ 34.5 მილიონს მიაღწია, ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა კი 1.02 მილიონს შეადგენს. შესაბამისი მონაცემები ვებგვერდ worldometers-ზეა განთავსებული.

მსოფლიოში ინფიცირების ყველა მეტი 7.4 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მე-2 ადგილს ინდოეთი 6.3 მილიონი შემთხვევვით იკავებს. მე-3 პოზიციაზე კი ბრაზილიაა 4.8 მილიონი ინფიცირირებულით.

რაც შეეხება ვირუსის მსხვერპლს, კორონავირუსის ფატალური შემთხვევებით კვლავ აშშ ლიდერობს 212 000 გარდაცვლილით. მე-2 და მე-3 პოზიციებს კი ისევ ბრაზილია და ინდოეთი იკავებენ.