აზერბაიჯანის ინფორმაციით, მათმა ჯარმა სომხეთის სარეზერვო ძალები გაანადგურა - Palitra News

აზერბაიჯანის ინფორმაციით, მათმა ჯარმა სომხეთის სარეზერვო ძალები გაანადგურა

2020-09-30 16:22:23+04:00

აზერბაიჯანის ინფორმაციით, მათმა ჯარმა სომხეთის სარეზერვო ძალები გაანადგურა.

„სომხეთის არმიის მე-10 სამთო მსროლელი დივიზიის მე-7 სამთო მსროლელი პოლკის მეორე ბატალიონმა ჩვენს მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა“ - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბატალიონმა დახმარებისთვის სარდლობას მიმართა.

„ჩვენმა ნაწილებმა დასახმარებლად მიმავალი სარეზევრო ძალები აღმოაჩინეს და გაანადგურეს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.