თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს პროექტის განხორციელებას იწყებს - Palitra News

თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს პროექტის განხორციელებას იწყებს

2020-09-30 14:18:56+04:00

თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს პროექტის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როგორც კალაძემ აღნიშნა, საბაგირო დაახლოებით 2 წელიწადში ამოქმედდება და პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია.

საბაგირო წრიული ტიპის იქნება 21 გონდოლიანი და მთლიანი მანძილის დაფარვა 4 წუტში იქნება შესაძლებელი.