საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს - Palitra News

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს

2020-09-25 15:48:36+04:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს მხარი რვა წევრმა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ხათუნა ლაგაზიძემ ერთი ხმა მიიღო, ხოლო ირმა სოხაძემ – არც ერთი.

ცნობისთვის, თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს; ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრი და ამავე ორგანიზაციის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელია.