პროკურატურის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, ბრალად მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული საქმე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებიდან ცალკე გამოიყო. პროკურორის ინფორმაციით, ამოღებულ იქნა დაკავებული დავით ფურცხვანიძის და მისი შვილის ტექნიკა და მობილური ტელეფონები.
ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დღეს დააკავეს.
დავით ფურცხვანიძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს იმ ადგილის სატელიტური ფოტოები გადასცა, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი იპოვეს. ფოტოების მიხედვით, ბაჩალიაშვილის მანქანა რამდენიმე დღის განმავლობაში არ იდგა იქ, სადაც იპოვეს.