აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, დღის განმავლობაში რესტორნები ჩვეულებრივად იმუშავებენ და 22:00 საათიდან დილამდე დაიკეტებიან.