ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 165 პაციენტიდან 24 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული - Palitra News

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 165 პაციენტიდან 24 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

2020-09-24 12:54:02+04:00

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 165 პაციენტიდან, 24 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, აქედან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც კლინიკაში აცხადებენ განყოფილებაში ყველა პაციენტს პნევმონია აღენიშნება. ის პაციენტები კი რომელებსაც პნევმონია არ დაუდგინდათ კლინიკის ნაცვლად კოვიდკარანტინში გადაიყვანეს.