კანადის პრემიერი - ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო - Palitra News

კანადის პრემიერი - ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო

2020-09-24 12:07:36+04:00

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. ტრიუდო მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებული წესებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შემოდგომაზე ეპიდვითარება უფრო რთული იქნება, ვიდრე გაზაფხულზე იყო.

„გვაქვს იმის ძალა, რომ ეს მეორე ტალღა გავაკონტროლოთ. ვიცი, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან ეს ერთხელ უკვე მოვახერხეთ“, - განაცხადა ტრიუდომ.

ბოლო დღეების განმავლობაში კანადაში, სადაც სულ კორონავირუსის 147 753 შემთხვევაა დადასტურებული, ინფიცირების შემთხვევევის ზრდა ფიქსირდება.