Amazon-ს, FedEx და DHL-ს ბრაზილიის სახელმწიფო ფოსტის შესყიდვა სურთ - Palitra News

Amazon-ს, FedEx და DHL-ს ბრაზილიის სახელმწიფო ფოსტის შესყიდვა სურთ

2020-09-21 08:27:34+04:00

ამერიკული კორპორაცია Amazon, ასევე ამერიკული საფოსტო კომპანიები FedEx და DHL დაინტერესებულნი არიან ბრაზილიური სახელმწიფო კომპანია Correios-ის პრივატიზების პროცესით. ამის შესახებ პორტალი InfoMoney ბრაზილიის კავშირგაბმულობის მინისტრზე დაყრდნობით წერს.

სახელმწიფო კომპანიების პრივატიზება საპენსიო და საგადასახადო სისტემების რეფორმირებასთან ერთად არის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ბრაზილიის ამჟამინდელი ხელისუფლების, რომელსაც მართავს ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ.

ეკონომიკური ბლოკის მინისტრების განცხადებით, აღნიშნული რეფორმები ქვეყნაში მომდევნო 2-3 წელიწადში დამატებით 10 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის და მოიზიდავს ინვესტორებს.