რუსთავში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ავტობუსებისთვის ავტოსადგომი შენდება . რუსთავის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. ინფრასტრუქტურული პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 057 473 ლარით, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 218 ლარით დაფინანსდა. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.
6 ქალაქისთვის შეძენილი 175 ავტობუსიდან, 40 ერთეული, რუსთავს დეკემბერ-იანვარში უნდა გადაეცეს.