„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა. კონცერტის მსვლელობისას დაცული იყო ჯარისკაცების უსაფრთხოება და მათ მომღერლებთან დისტანცია აშორებდათ. IV მექანიზებული ბრიგადის სტადიონზე მუსიკის თანხლებით სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბარბექიუ მოეწყო. კონცერტი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა გახსნა. კონცერტზე საკუთარი რეპერტუარიდან მომღერლებმა, ქართული და უცხოური სიმღერები შეასრულეს. ღონისძიება დიჯეი რემბოს მუსიკალური გაფორმებით დასრულდა.