გულსატკენია კადრების ნახვა, სადაც ასახულია ჩვენი ახლო მეზობლების სასტიკად ცემა და თვითნებური დაპატიმრებები მშობლიური ქალაქების ქუჩებში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე განაცხადა.
„რუსეთს ვაფრთხილებთ, არ გადადგას ნაბიჯები, რამაც, შესაძლოა, ბელარუსის პოლიტიკური სუვერენიტეტი შეარყიოს და ამ გზით რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს,“- აღნიშნა დიმიტრი კულებამ.