კორონავირუსით ინფიცირების მატების გამო, დამატებით 700-მდე საწოლია მობილიზებული - Palitra News

კორონავირუსით ინფიცირების მატების გამო, დამატებით 700-მდე საწოლია მობილიზებული

2020-09-14 17:02:45+04:00

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების ტენდენცია გამოვლინდა, დამატებით 700-მდე საწოლი მობილიზდა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, შაბათ-კვირის განმავლობაში მობილიზებული საწოლ-ფონდის რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა.