„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ერთობლივი საჩვენებელი სწავლება - კონტრტერორისტული ოპერაცია - რეიდი ვაზიანის სასწავლო ბაზაზე ჩატარდა.
სპეცოპერაციების ძალების ქვედანაყოფების უსაფრთხოებას სნაიპერული ჯგუფები, ხოლო ჰაერიდან - ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები „აპაჩი“ უზრუნველყოფდნენ, სამედიცინო ევაკუაცია კი, ამერიკულმა მედევაკმა „შავმა ქორმა“ განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო ქართული წარმოების ჯავშანმანქანა „მეომარი“ და პოლონეთის შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა „ოშკოში“.
ერთობლივი ოპერაციის შედეგად სპეციალური ძალების ქვედანაყოფებმა პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს.