"არ წყდება პატარძლების ზარები" - საქორწინო ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ - Palitra News

"არ წყდება პატარძლების ზარები" - საქორწინო ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

2020-09-11 08:17:08+04:00

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადა-წყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 10 სექტემბრიდან, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ღია სივრცე-ებშიც იკრძალება. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ქორწილის გამართვა მხოლოდ 10 ადამიანის მონაწილეობით არის შესაძლებელი.

ახალმა რეგულაციამ საქორწინო წვეულებების ბიზნესში ჩართული კომპანიების პროტესტი გამოიწვია. საქორწინო კაბების მაღაზია "მარი გოლდის" დამფუძნებელი AMBEBI.GE -სთან იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რაც დაწესებულმა აკრძალვამ მის ბიზნესს შეუქმნა.

მისი თქმით, ცნობით, ახალი რეგულაციის გამოცხადების შემდეგ, არ წყდება პატარ-ძლების ზარები. აუქმებენ შეკვეთებს და ითხოვენ კაბების უკან დაბრუნებას.ეს კი ნიშნავს, რომ ულუკმაპუროდ რჩებიან, რადგან ეს კერძო ბიზნესია და მთლიანად ქორწილებზეა დამოკიდებული.

ამასთან, როგორც მაღაზიაში აცხადებენ, უკვე მოითხოვეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რომ მთავრობა რაღაც გამოსავლის მოძებნაში დაეხმაროს ბიზნესს.