რეალურად რომ შევხედოთ, მიშას უფრო აქვს პრემიერობის შანსი, ვიდრე ვაშაძეს - ირაკლი ოქრუაშვილი - Palitra News

რეალურად რომ შევხედოთ, მიშას უფრო აქვს პრემიერობის შანსი, ვიდრე ვაშაძეს - ირაკლი ოქრუაშვილი

2020-09-08 12:20:14+04:00

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებზე საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პრემიერობის უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე გიორგი ვაშაძეს. ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა.

ოქრუაშვილის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან წინასწარ თქმა იმის, თუ ვინ იქნება მათი პრემიერობის კანდიდატი, უადგილო და არარეალურია.

მისივე თქმით, დაუჭერს თუ არა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას მხარს, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პასუხებს გასცემს „ნაციონალური მოძრაობა“ მის მიერ დასმულ კითხვებს.