ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი 45 შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. მისივე ინფორმაციით, 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 -დან 3 ე.წ. ხოფას ბაზრობის კლასტერს უკავშირდება. უწყების ცნობით, დღეს ბაზრობაზე მასიური ტესტირება დაიწყო, მანამდე კი ბაზრობა დახურული იქნება.
აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში PCR ტესტი 2767 პირს ჩაუტარდა.