პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემას ეხმიანება და ქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართავს.
გიგლა მიქაუტაძე დედაქალაქის მერს მოუწოდებს, პასუხი გასცეს რეაბილიტაციის და ტენდერებთან მიმართებაში არსებულ შეკითხვებს. მიქაუტაძე გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციის დროში გაჭიანურებას მიუღებლად მიიჩნევს.