ექიმის განცხადებით, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა - Palitra News

ექიმის განცხადებით, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

2020-09-06 12:18:28+04:00

ფილარმონიასთან, კლუბ „დეჟავუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სტაბილურია. ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ კლინიკის ექიმმა ლევან ბესელიამ განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტი ჯერჯერობით მართვით სუნთქვაზე რჩება. ფილარმონიასთან მდებარე კლუბ „დეჟავუში“ 4 სექტემბერს აფეთქება მოხდა. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა. დაშავებულებიდან ერთი კლინიკიდან უკვე გაწერეს.