თურქული ლირა გაუფასურებას განაგრძობს. ხუთშაბათს ვაჭრობის შედეგად ლირა ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. გუშინ თურქული ვალუტის კურსი 0,75%-ით დაეცა და 7,44 ნიშნულზე დაფიქსირდა.
ვალუტის ასეთი გაუფასურება მას შემდე მოხდა, რაც ინფლაციის შესახებ განახლებული მონაცემები გამოქვეყნდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში თურქეთში ფასები 11,77%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან თურქული ვალუტა დაახლოებით, 20%-ით გაუფასურდა.