სასტუმრო ბიზნესის ბრუნვა 49,6%-ით შემცირდა - როგორია სექტორში დასაქმებულთა ხელფასი - Palitra News

სასტუმრო ბიზნესის ბრუნვა 49,6%-ით შემცირდა - როგორია სექტორში დასაქმებულთა ხელფასი

2020-09-07 08:01:00+04:00

საქსტატის ინფორმაციით, მეორე კვარტალში დარგობრივ ჭრილში ყველაზე მეტი შემოსავალი ჰორეკა სექტორმა დაკარგა. ამ სექტორის ბრუნვამ 2020 წლის მე-2 კვარტალში 252 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 49,6%-ით ნაკლებია, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე. ამავე დარგის ბრუნვა წინა პერიოდში 501 მილიონ 200 ათასს შეადგენდა.

ასევე, სექტორში შემცირებულია დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება. კერძოდ, 2020 წლის მეორე კვარტალში განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებული საწარმოებში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 11%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მეორე კვარტალში სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 823 ლარი და 80 თეთრი იყო, მაშინ, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 925 ლარს შეადგენდა.

კლება იყო დასაქმებულების რაოდენობის მხრივაც. კერძოდ, 2020 წლის მეორე კვარტალში სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 38 ათას 690 ადამიანს შეადგენდა, მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 30 ათას 215 იყო.