ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, დაიხურება სკოლა და ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება - Palitra News

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, დაიხურება სკოლა და ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება

2020-09-03 13:01:03+04:00

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების მისამართით გაცემული რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, ფაქტებზე სახელმწიფოს ექნება მყისიერი რეაგირება, მათ შორის, შესაძლოა, საგანმანათლებლო დაწესებულებაც დაიკეტოს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში დაიხურება სკოლა, ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება და აღსრულდება.