სუს-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, უწყების 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი - Palitra News

სუს-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, უწყების 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი

2020-09-01 18:21:57+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ამ პირთან დაკავშირებული უწყების 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი. მათ პირველადი ტესტირებით კორონავირუსი არ უდასტურდებათ.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.

ამასთან, უცნობია, თავად უწყების თანამშრომლის დაინფიცირების წყარო.