ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი "ქართული ოცნების" სათაო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდასტურდა - Palitra News

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი "ქართული ოცნების" სათაო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდასტურდა

2020-08-31 16:08:50+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოკვლეულია ამ პირთან დაკავშირებული როგორც ახლო, ასევე შორეული 260-მდე კონტაქტი.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არის კონტროლირებადი, მართული, და არავითარი საშიშროება იმისა, რომ უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ, არ არსებობს.