გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა. როგორც მან შენობიდან გამოსვლის შემდეგ, განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებაში საქმესთან დაკავშირებულ ვიდეოჩანაწერებს გაეცნო. მისი თქმით, ვიდეო ჩანაწერი საეჭვო ჯიპთან იყო დაკავშირებული, თუმცა ჩანაწერი სრული არ ყოფილა. რამისვილის თქმით მასალები საიდუმლო ბაზიდან არის და ვალდებულია თემაზე არ ისაუბროს. მისივე თქმით ოჯახმა გენპროკურორისგან მიიღო პირობა რომ საქმეში ექსპერტებიც იქნებიან ჩართული.