„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქედაში პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო და ღვინის ქარხანა დაათვალიერეს. როგორც ღვინის ქარხნისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, დაბა ქედაში 2014-2016 წლებში უპრეცედენტო ინვესტიციები განხორციელდა. კომპანია KTW-მ ააშენა და გახსნა 2 ახალი ქარხანა - ღვინის ქარხანა აჭარული ღვინის სახლით და ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ,,ნენა”. ღვინის ქარხანაში, სადაც სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 1 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა დაა 22 ადამიანია დასაქმებული. ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმო ,,ნენაში" კი, ასევე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 1 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 20 ადამიანი დასაქმდა. მფლობელის ინფორმაციით, ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზართან ერთად, ევროპის ქვეყნებშიც ახორციელებს.