19 წლის ფეხბურთლის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. სამართალდამცავებს სახლის ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.
არასრულწლოვნის მამის ინფორმაციით, მან საძინებელ ოთახში სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა, რის შემდეგაც სამართალდამცავები გამოიძახა. თამაზ ხომასურიძის თქმით, 2-3 დღის წინ მათ სახლში პოლიციამ სახლის ჩხრეკა ჩაატარა და სწორედ ამის შემდეგ იპოვა მან სახლში უცნაური მოწყობილობა.