ამირან გამყრელიძე - საყურადღებოა მესტია, ქობულეთთან და ყაზბეგთან დაკავშირებული შემთხვევები და გარდაბანი - Palitra News

ამირან გამყრელიძე - საყურადღებოა მესტია, ქობულეთთან და ყაზბეგთან დაკავშირებული შემთხვევები და გარდაბანი

2020-08-26 13:04:04+04:00

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყურადღებოა მესტიის მუნიციპალიტეტი, ქობულეთთან და ყაზბეგთან დაკავშირებული შემთხვევები და გარდაბანი.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შავიზღვისპირეთში ნებაყოფლობითი ტესტირება 466-მა ადამიანმა ჩაიტარა და მათგან არცერთი არაა დადებითი.