გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით გამოკითხული ადამიანების ჩვენებებში არსებითი ცვლილებებია. როგორც მან თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მათ სახელსა და გვარს არ ასახელებს.
ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, მალე დადგინდეს რეალურად ფიგურირებს თუ არა საქმეში შავი ფერის ჯიპი. რამიშვილის თქმით, ის უახლოეს დღეებში ავტომობილის მეპატრონეების იდენტიფიცირებას მოელის. როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი განმარტავს, საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალს ის რამდენიმე დღეში გააჟღერებს.