პაციენტების მდგომარეობა წინა საათებთან შედარებით სტაბილურია - ლევან რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე - Palitra News

პაციენტების მდგომარეობა წინა საათებთან შედარებით სტაბილურია - ლევან რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე

2020-08-25 19:09:18+04:00

სამივე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, თუმცა, ჰემოდინამიკის პარამეტრები წინა საათებთან შედარებით სტაბილურია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა შატილის გზაზე მომხდარ ავარიაში დაშავებულების შესახებ მედიას განუცხადა. მისი თქმით, რადგან ამ ეტაპზე უარყოფითი დინამიკა არ გვაქვს, პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ.