სირცხვილია 21-ე საუკუნეში გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი ტრანსპორტის მართვის სისტემა და ადამიანების სიცოცხლით თამაში - ან გაუმართლებს ან არა, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას.
როგორც სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის თუშეთიდან დღეს დაბრუნდა. მისი თქმით, ამ ადგილზე მოსახვედრად სიცოცხლეს რეალური რისკის ქვეშ აყენებს ყველა, ვინც მანქანით მოგზაურობს.
„საზარელი ტრაგედია მოხდა შატილის გზაზე. დღეს დავბრუნდი თუშეთიდან, პირველად ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ამ გასაოცარ ადგილზე მოსახვედრადაც, სიცოცხლეს რეალური რისკის ქვეშ აყენებს ყველა, ვინც მანქანით მოგზაურობს. უბრალოდ სირცხვილია 21-ე საუკუნეში გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი ტრანსპორტის მართვის სისტემა და ადამიანების სიცოცხლით თამაში-ან გაუმართლებს ან არა... ჩვენ გაგვიმართლა, გამოცდილი მძღოლი გვყავდა. შატილში დაღუპულებს, არა“,-წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.